დღეს გავიგე, როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები . ყოველივე ამით ისინი ჩამოყალიბდებიან კრეატიული აზროვნების მქონე მოსწავლეებად.ასევე როგორ მივუდგე მოსწავლეების განსხვავებულ საჭიროებებს.
Sunday, April 30, 2017
Saturday, April 29, 2017
დღე-6
დღესაც საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა. გავეცანით შეფასების ფორმებს, გავიგეთ რა მნიშვნელობა აქვს შეფასებას საშინაო დავალების სრულყოფისათვის. ასევე განვიხილეთ ერთმანეთის პროექტების მონახაზი და გავაანალიზეთ ისინი.
Wednesday, April 26, 2017
დღე-5
დღეს ძალიან შრომატევადი და საინტერესო დღე გვქონდა. გავეცანით პროექტზე მუშაობის შაბლონის ფორმას, გავიგეთ რამდენად მიზანშეწონილი და მისაღებია მოსწავლეებისთვის პროექტით გაკვეთილების დაგეგმვა, რომ მათ გამოუმუშავდეთ მაღალი სააზროვნო უნარები. ვისწავლეთ ფოტოების მოძიება.
Saturday, April 22, 2017
დღე-4
ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა. მიუხედავად მასალის სიდიდისა, შევძელი გამეგო შეფასების რამდენი მიზანი არსებობს, რა მეთოდები და ინსტრუმენტებია საჭირო პროექტზე მუშაობისას ასევე გავეცანი მოსწავლეთა შეფასების გეგმას. ვფიქრობ, ყოველივე დამეხმარება საინტერესოდ დავგეგმო სასკოლო პროექტები
Sunday, April 9, 2017
დღე-3
დღევანდელმა დღემ სერიოზულად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება პროექტებთან დაკავშირებით. გავიგე როგორ შევქმნა ბუკლეტი და საინფორმაციო გაზეთი, რა ტიპის კითხვები მჭირდება პროექტში და სად მოვიძიო ისინი. ვფიქრობ, შემდეგი სატრენინგო დღეებიც ასეთი საინტერესო იქნება
Saturday, April 8, 2017
დღე-2
დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. შევარჩიე საინტერესო თემა სამოქალაქო განათლების ცნობიერებიდან, გავიგე პროექტის დაგეგმვის თავისებურებები და დავუკავშირე იგი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. ვფიქრობ, ეს დამეხმარება გაკვეთილების უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში...მადლობა გვანცას!
Sunday, April 2, 2017
დღე1
მე დღეს ტრენინგზე ჩვეულებრივი განწყობით მოვედი, მაგრამ კოლეგების დანახვამ გამახარა და განვეწყვე პოზიტიურად.ვიცი, რომ საინტერესო და გრძელვადიანი სამუშაო დღეები მელოდება. პირველივე დგე ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა. მოვისმინე ახალი ინფორმაცია,შევქმენი ბლოგი და გავიგე ახალი ტექნოლოგიების შესახებ. გარკვევით და საინტერესოდ გაგვაცნო მასალა გვანცა სალიამ და ველოდებით ახალ შეხვედრებს!
Subscribe to:
Posts (Atom)