Sunday, May 7, 2017

დღე-9

მეცხრე შემაჯამებელი დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. ტრენინგის მონაწილეებმა გავაცანით ერთმანეთს ჩვენი პროექტები, გავაანალიზეთ ისინი და მივეცით ერთმანეთს კორექტული რჩევები და შეფასებები. პირადად ჩემთვის, ყოველი სატრენინგო დღე საჭირო და რაღაც გამოცდილების მომცემი იყო. მივხვდი, რომ პროექტებით მუშაობა კარგი და კრეატიული იქნება არა მარტო ჩემთვის, არამედ მოსწავლეებისათვის და ზოგადად საგაკვეთილო პროცესისათვის. ყოველი ახალი გამოცდილება და ცოდნა აუცილებელია ჩემი, როგორც პედაგოგის პროფესიული განვითარებისათვის. მადლობა გვანცას!

Saturday, May 6, 2017

დღე-8

ფასილიტაცია ტექნოლოგიებით-თემა, რომელიც იყო დღევანდელი დღის ძირითადი თემა.გავიგეთ, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით მოსწავლეებს გაუადვილდებათ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების გაკეთება.ასევე საჭიროების შემთხვევაში როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე, 21 საუკუნის გაჯეთები

Sunday, April 30, 2017

დღე-7

დღეს გავიგე, როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი  მსწავლელები . ყოველივე ამით ისინი ჩამოყალიბდებიან კრეატიული აზროვნების მქონე მოსწავლეებად.ასევე  როგორ მივუდგე მოსწავლეების განსხვავებულ საჭიროებებს.

Saturday, April 29, 2017

დღე-6

დღესაც საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა. გავეცანით შეფასების ფორმებს, გავიგეთ რა მნიშვნელობა აქვს შეფასებას საშინაო დავალების სრულყოფისათვის. ასევე განვიხილეთ ერთმანეთის პროექტების მონახაზი და გავაანალიზეთ ისინი. 

Wednesday, April 26, 2017

დღე-5

დღეს ძალიან შრომატევადი და საინტერესო დღე გვქონდა. გავეცანით პროექტზე მუშაობის შაბლონის ფორმას, გავიგეთ რამდენად მიზანშეწონილი და მისაღებია მოსწავლეებისთვის პროექტით გაკვეთილების დაგეგმვა, რომ მათ გამოუმუშავდეთ მაღალი სააზროვნო უნარები. ვისწავლეთ ფოტოების მოძიება.

Saturday, April 22, 2017

დღე-4

ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი დღე  მქონდა. მიუხედავად მასალის სიდიდისა, შევძელი გამეგო შეფასების რამდენი მიზანი არსებობს, რა მეთოდები და ინსტრუმენტებია  საჭირო პროექტზე მუშაობისას ასევე გავეცანი მოსწავლეთა შეფასების გეგმას. ვფიქრობ, ყოველივე დამეხმარება საინტერესოდ დავგეგმო სასკოლო პროექტები

Sunday, April 9, 2017

დღე-3

დღევანდელმა დღემ სერიოზულად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება პროექტებთან დაკავშირებით. გავიგე როგორ შევქმნა ბუკლეტი და საინფორმაციო გაზეთი, რა ტიპის კითხვები მჭირდება პროექტში და სად მოვიძიო ისინი. ვფიქრობ, შემდეგი სატრენინგო დღეებიც ასეთი საინტერესო იქნება